ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ამდენი დღეა ხალხი დახმარებას ამაოდ ითხოვს, დღეს გაავრცელა წერილი, რომ თურმე, შექმნილი შტაბი, და თურმე, ყველაფერი კეთდება და მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია.
მოქალაქეები მას პასუხობენ და ასეთი გამოხმაურება ავთანდილ თალაკვაძის წერილს მაშინაც კი არ ჰქონია, როცა დაწერა, რომ ოზურგეთში ზორო გამოჩნდა, ან როცა სკევრში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგა, ან როცა, 64 წლის მამაკაცი ორსულობის მუხლით დაითხოვა.
ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს:
2 დღის წინ ხალხი წერდა, 112-ში ვრეკავთ, შველას ვითხოვთ, მაგრამ, ერთადერთ სიტყვას გვეუბნებიან: ,,გადაცემულიაო”
ამას კიდევ ის ,,ლექსი ” ჯობია. ,,ამაღამ მოთოვს დიდს,” ასეთები წერე, ვინმე მაინც არ ზიანდება
უსინდისო მოღალატე მატყუარებო, მოკეტეთ,ხმას მაინც ნუ იღებთ
წუხელ ღრმად რომ გეძინათ და მაგაში მდიდრდებით, ძილში და კორუფციაში მაგ მოხალისეებმა ათობით ადამიანი იხსნეს სიკვდილს. თქვენ კი მოვა დრო ციხეში აღმოჩნდებით.
ეგ მოხალისეები აკეთებენ იმას, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს. თუმცა მთავრობა არ გვყავს. არც ლეგიტიმური და არც ისე
რა გეჩქარებათ, პროგნოზი ამინდის ხომ არსებობს, მანამ რატომ არ მიიღეთ ზომები, რატომ ისევ მსხვერპლი,რატომ?
ხალხი ვიდრე არ დაიხოცა, ვიდრე ამბავი არ ავტეხეთ, ჩაის სვამდი მშვიდად ხო?
ვინაა საინფორმაციო შტაბის უფროსი? ან სპიკერი? და დღეს რამდენ საათში ერთხელ გქონდათ ბრიფინგი თემაზე, სადაც დეტალურად ყვებოდით, რომელ სოფელში რა მდგომარეობა, ვის დაეხმარეთ, ვისთან ვერ მიხვედით და ა.შ.
ანუ, დაზარალებულების კომენტარებსაც რომ შლით, საერთოდ არ შეგრცხვათ?! ვის ეხმარებით?!
საკოორდინაციო შტაბის ტელეფონის ნომერი დაწერეთდა ვინაა საკონტაქტო პირი. რომელ ლოკაციაზეა განთავსებული?
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze თხინვალი, ცენტრიდან მეხუთე მოსახლებებია და ორი ბავშვი არის ჩარჩენილი,სახლის უკანა მხარე მოსკდა და ვინმე იქნებ იქაც მივიდნენ. მაყვალა ბაბილოძე (ბებია)თენგო ბაბილოძე, ნინი ბაბილოძე (ბავშვები) დღეს შეუძლებელი იქნება იქ გაჩერება სახლს ბზარები აქვს და შესაძლოა ჩამოიშალოს.
ცნობისთვის, პოსტზე მითითებულია, რომ 119 კომენტარი უნდა იყოს, თუმცა, მხოლოდ ნახევარი იძებნება, დანარჩენი, როგორც ჩანს, წაშლილია.
ანუ მოხალისეების დახმარება არის უშედეგო და მეოთხე დღეს ნაძალადევად დაჯღაბნილი ეს ტექსტია ნამუსიანიიი?ზურგი შეაქციოს მამამისის მდგომარეობას კობახიძემ…და პაპუშვილმა უნამუსომ კიდე ნიჩაბი დაიჭიროს და იმ ოჯახამდე გათხაროს “პროსტა” დიდი თოვლი, მიცვალებულ შვილთან ერთად რო მარტოხელა დედაა გამოკეტილი.
ამან მთლად დაუბერა მგონია !!!სირცხვილია ესეთი განცხადების გაკეთება !
იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის.
ჩვენ მოგვიწოდებდნენ, გამოდით, დაგვეხმარეთო…ახლა იძახიან, მოხალისეები ხელს გვიშლიანო…ჩვენი ეზოებისთვის არ გვითხოვია დახმარება, როგორმე ვუმკლავდებით…მართლა, რააა!
გავრეკავ დედას გეფიცები! ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!
კომენტარები