ვაშინგტონის კვლევითი ცენტრი ახალი კორონავირუსის სავარაუდო ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებს. განცხადების მიხედვით, 45 ადამიანს 14 თვის განმავლობაში 11 პროცედურა უნდა ჩაუტარდეს. ამისათვის, მსურველებს 1 100 აშშ დოლარს გადაუხდიან. განსაზღვრულია ადამიანების ასაკიც – 18-დან 55 წლამდე.
მოხალისეებს, რომლებიც სამ ჯგუფად იქნებიან დაყოფილი, განსხვავებული დოზისა და სიძლიერის ვაქცინას შეურჩევენ.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოების გამოვლენას რამდენიმე თვე დასჭირდება.
მსოფლიო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 109 ათასს გადააჭარბა, 3800 გარდაიცვალა.
კომენტარები