“ტვ პირველის” ინფორმაციით, სვეტიცხოველში ელექტროსისტემა წყობიდან გამოვიდა

“ალია” დაუკავშირდა ენერგო-პრო ჯორჯიას”, სადაც გვითხრეს, რომ ტაძარს ელექტროენერგია შიდა ქსელის დაზიანების გამო შეუწყდა.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” კომენტარი:
“სვეტიცხოველისთვის ელექტროენერიის მიწოდების რამდენიმე წუთიანი წყვეტა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა. მცხეთაში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ავარია არ მომხდარა, შესაბამისად, სვეტიცხოველს ელექტროენეგია კომპანიის მიზეზით არ შეუწყდა. ტაძარს აქვს საკუთარი, შიდა ელექტროქსელი, სადაც დაზიანდა ამომრთველში. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე და ოპერატიულად დაეხმარნენ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში.”
კომენტარები