ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“დიდი ამბავი მოჰყვეს იქნება ამ პოსტს მარა…..
არ მეშვება ეს იდუმალი ამბავი….
ახლაც შეძრწუნებული ვარ ნიკო კვარაცხელიას დედის გამოსვლით.
…..`ეს ბავშვები უნდა გამოვასწოროთო`…..
აბსოლუტურად გულწრფელად თქვა…..ნამდვილად არ თამაშობდა…..არ პოზიორობდა…..რომელ `პოზიორობაზეა` ლაპარაკი…..საცოდავი ქალი, საბრალო დედა……`უნდა გამოვასწოროთო`…..`გამოვასწოროთო`…..გ ა მ ო ვ ა ს წ ო რ ო თ ო!
ეს რა არის იცით? კეთილშობილება თანდაყოლილი მადლია – ამის შეძენა ან თუნდაც ეკლესიაში მიღება გამორიცხულია და არც ვიცი არის თუ არა ეკლესიური…..არანაირი მნიშვნელობა ამას არა აქვს.
ის დარწმუნებულია, რომ ამ `ბავშვებმა` ვიღაცის შეკვეთა შეასრულეს…..დარწმუნებულია, რომ არსებობს რაღაც მიზეზი (!), რის გამოც მისი შვილი მოკლეს….. და რომ ადრე თუ გვიან ამას გაიგებს….ასე არ გაიწირება და გაიგებს…..მათი `გამოსწორების` კვალობაზე. ამით ცოცხლობს, ამით სულდგმულობს, ამაში ხედავს უკვე ცხოვრების აზრს – ეს გაიგოს: “რ ა ტ ო მ?!`
`მიზეზი`, მისი წარმოდგენით, შესაძლოა იყოს შურისძიება ქმრის გამო….ან ვიღაც გოგო….. ან ნიკოს საქმიანობა….. ან ფული….. და რა იცი კიდევ რა…..მაგრამ მ ი ზ ე ზ ი.
. . . . .
ასჯერ გადავახვიე ყველა სხდომა, საიდანაც შესაძლებელი იყო, ვაკვირდებოდი ამ ტიპებს საათობით…..თუკი რამ სადმე გამოქვეყნდა, ყველაფერი წავიკითხე.
არ ჰგავს ბატონებო ეს საქმე არც ანგარებით დანაშაულს, არც შეკვეთილს, არც შურისძიებას, არც ე.წ. `ღირსების მკვლელობას`. არის ასეთი ცნება დასავლურ იურისპრუდენციაში. ქართულში არ არის მგონი. ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვათშეთანხმებას ქართული საზოგადოება არ იცნობს – ღირსების მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედაც ძალიან ხშირად მომხდარა და ხდება საქართველოში.
თუმცა ეს სხვა თემაა…..
ჰოდა ერთმა ძალიან კეთილმა და ჭკვიანმა ადამიანმა მიკარნახა პასუხი: `რატომ` ამ შემთხვევაში სრულიად ცარიელი კითხვაა. იმიტომ, რომ….არ არსებობს მიზეზი, არა!
რეალობას შვილმკვდარი დედა არ დაიჯერებს, არც უნდა სცადო და რომც/რამდენიც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ დაარწმუნებ: `მიზეზი` ამ კეთილი ადამიანისთვის შვებაა….. თუ დაიჯერა, რომ სინამდვილეში მიზეზი არ არსებობს, მისი სულიერი და პიროვნული სამყარო მთლიანად დაინგრევა, შეიძლება შეიშალოს ან უარესი დამართოს თავს.
არადა, სინამდვილეში ….მიზეზი არ არსებობს!….ის, რასაც იგი `გამოსწორებად ბავშვებს` უწოდებს, თვალშუქზე….ორსხეულა და ორთავიანი სატანაა……`წმიდა ბოროტებაა`……ჯოჯოხეთიდან ამოზრდილ/ამოქშენილი ბინძური, სისხლიანი ურჩხულია…..მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოეკლათ და მორჩა, მორჩა!
უკვე დარწმუნებული ვარ, ასეა.
`სუფთა ბოროტებას` მოტივი და მიზეზი არა აქვს. ის უბრალოდ არსებობს, როგორც ცოფი არსებობს ბუნებაში და ისიც ღვთის ნებაა.
. . . . .
ვიტყვი, როგორც ისტორიკოსი: საბჭოთა სკოლის ერთ-ერთი სისტემური მანკი ისტორიული ფენომენის აბსოლუტიზაცია იყო. დადებითად თუ უარყოფითად, არა აქვს მნიშვნელობა.
მაგალითად, ჩვენ გვასწავლეს, რომ წმიდა ინკვიზიცია ევროპაში იყო აბსოლუტური ბოროტება. ხომ ასე გვასწავლეს ყველას სკოლაში, სულ პატარები და გულუბრყვილონი რომ ვიყავით?
და როგორც დღეს ვართ, ისევე შორს ვიყავით ევროპისგან….
მაგრამ….. იშვიათად და რთულად მიგნებად წყაროებს თუ გადახედავთ (არაპოლიტკორექტული რომაა)….იცით რა ხდებოდა შუასაუკუნოვან ევროპაში?
მართლა უდანაშაულოსი და ცილ/დაწამებულის გარდა, რამდენი სატანიზმი, რამდენი ბოროტი და ბინძური ვნება, რამდენი მართლა რიტუალური მკვლელობა, უმანკო ბავშვებით კვება….. რიტუალური წამება…..
სამწუხაროდ, მოგიზგიზე კოცონი არ არჩევდა, როცა ალით აისახებოდა ქალაქის მოედანზე შეკრებილ ასიაათასობით მოქალაქის თვალებში…..თუმცაღა კოცონზე დამწვართა კივილი სულის ყველაზე ღრმა და ბინძურ სიღრმესაც უსუფთავებდათ ევროპელებს ბოროტი ცდუნებისგან.
სწორედ იმ მასაში ჩამალული პიროვნებისგან, – ადამიანის ცოცხლად კოცონზე დაწვას მონუსხული რომ უყურებდა, – იშვა თანამედროვე ევროპელი ხანგრძლივი მენტალური ევოლუციის შედეგად.
კი, ნამდვილად ასეა.
ჩვენს მენტალობას ეხამუშება, თორემ….ჯორდანო ბრუნო იყო Collateral damage და, კაცმა რომ თქვას (საშინელებას ვამბობ, მესმის) წვრილმანიც კი იყო, ამ გრანდიოზულ პროცესთან შეფარდებით, რასაც ქვია ევროპული იდენტობის, `ევროპელი ადამიანის`, ევროპული სოციალური წესრიგის ჩამოყალიბება სისხლით, მახვილით, ცეცხლითა და ცრემლით!
სინამდვილეში, რამდენად არაპოლიტკორექტულიც არ უნდა იყოს….. ამის გარეშე თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია ვერ შედგებოდა და ვერ შეიქმნებოდა.
და მხოლოდ მას შემდეგ რაც შედგა, საბოლოოდ დამკვიდრდა, უკვე შეუძლია დღეს დაუშვას შემწყნარებლობა და ლიბერალური სისხლის სამართლის კოდექსი.
იმიტომ, რომ აღარ არიან მისთვის საშიშნი…..
. . . . .
ჩვენ სადა ვართ?
არც არსად!
ევროპა რომ გახდე ოდესმე მაინც, პირველ ნაბიჯად ეს ორსხეულა, ორსახოვანი, სისხლმქშენი სატანა, ეს სუფთა ბოროტება ცენტრალურ მოედანზე, ქართულ `ვარდების მოედანზე` (რომი), ქართულ `გრევის მოედანზე` (პარიზი) უნდა გამოათრიო, მერე ციხიდან ის კიევიდან ჩამოყვანილი ურჩხული, `მეგისი` გამოუშვა, ჯერ მხურვალე შანთით თვალები ამოაშანთინო და ასი ათასობით ადამიანის წინაშე დაწვა ისე, ცას წვდებოდეს მათი განწირული ბღავილი!
ეს ბოროტება იქნება? არა, ღვთითკურთხეული წმიდა სასჯელი, სასტიკი სამართლიანობა როგორც XIII-XIV საუკუნის უამრავი ესპანური, იტალიური თუ ფრანგული აუტოდაფე სინამდვილეში.
ის ავადსახსენებელი ურჩხული კი – უფლის ჯალათი!
თუმცა….. დიდი ეჭვი მაქვს, ეს ქალი დაიცავს, კალთას გადააფარებს, მათ სლუკუნს თანაილმობს და მძვინვარე კოცონისგან იხსნის.
და მისი ღვთისნიერი სიკეთის გამო ვერაფრით დაარწმუნებ, რომ `მიზეზი` არ არსებობს და….. ამ შემთხვევაში სწორედ ეს სიკეთეა….წყეული, ბოროტი ცდუნება!
Timete Deum et date ille honorem, quia veniet hora judicii ejus!
ფოტოზე: რომი. წმიდა პავლეს დიდი ტაძარი.”
კომენტარები