ჟურნალისტი, ვახო სანაია, აქვეყნებს ვიდეოებს და წერს:
“ამ დღეებში ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ამაყი იყვნენ, როცა ლექსო ლაშქარავას სახელი და გვარი ევროპაში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ისმოდა.
ივლისის იმ მძიმე დღეებში ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით მისი სახელის, ჩვენი პროფესიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ხან ყოჩაღები ვიყავით ამ ბრძოლაში, ხან – არც ისე. ჩვენ არასდროს გვიფიქრია აქციების გამართვა. ეს იყო ყველაზე გულწრფელი მიტინგები. ქუჩაში, სტუდიაში, შეხვედრებზე – სადაც ხმა მიგვიწვდებოდა, მაქსიმუმ ვაკეთებდით. ლექსოს სახელი უკვდავყოფილია. ჩვენ გვესმის, რომ წინ კიდევ დიდი ბრძოლებია – თავისუფალი მედია გადასარჩენია, საქართველოს დემოკრატია და მომავალი გადასარჩენია და ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი ხალხის მხარდამხარ ვდგავართ. ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია – ავად თუ კარგად, მაგრამ შეუპოვრად და გულწრფელად.
მოკლული ლექსო ლაშქარავა გახდება ერთ-ერთი სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისა ! მას თავისი საქმე ჯერ კიდევ არ დაუსრულებია !
ახლა კიდევ ერთი საქმეა გასაკეთებელი – ციხიდან უნდა გამოვიდეს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია და კიდევ ერთი პოლიტიკური და მედიალურსმანი ჩავაჭედოთ !
თქვენ გვხოცავთ, ფიზიკურად გვისწორდებით, გვიჭერთ – ჩვენ მშვიდობიანად : სიტყვით, მიკროფონით, კამერებით დაგდებთ ბეჭებზე.
საქართველო არასდროს გახდება რუსეთი !”
კომენტარები