“ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ისრაელი-ღაზის კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.
მან მიუსამძიმრა ლიბანელ, ღაზელ და დასავლეთ სანაპიროზე დაღუპულთა ოჯახებს და თან მიულოცა, რადგან ნასრალას თქმით “ამ ადამიანებმა მოწამეობრივად სიკვდილის პატივი მოიპოვეს”. თქვა, რომ 7 ოქტომბერს თავდასხმა ისრაელისთვის მიწისძვრის მსგავსი იყო და ამ თავდასხამს “კურთხეული ოპერაცია” უწოდა, ისრაელის მთავრობას კი სულელი, ველური და ექსტრემისტი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ირანს არ აქვს კავშირი მომხდართან.
“ჰეზბოლას“ მეთაურის თქმით, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ახლა არის მიზნების დასახვა, რადგან მისი თქმით, “ისრაელი ამას ვერასდროს მიაღწევს“.
ჰასან ნასრალა მოლაპარაკებებზე საუბრობს და მისი განცხადებით, ისრაელს ღაზაში მყოფი ტყვეების დაბრუნება მოლაპარაკების გზით შეუძლია.
მანვე ისრაელს “სუსტი“ უწოდა და თქვა, რომ მთელი თვის განმავლობაში მათ ერთი სამხედრო მიღწევაც კი არ აქვთ.
მართალია, ჰეზბოლა ომში ჩართვას აანონსებდა და ჰამასს ამის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ სიტყვით გამოსვლისას ლიდერს არ უთქვამს თუ რის გაკეთებას გეგმავს.
კომენტარები