პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ჩიხურ ვითარებაშია, თუმცა, ამის მიუხედავად, იმის მაინც არ ითვალისწინებენ საზოგადოების აზრს. მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმთან” თქვა:
“თავიდანვე გასაგები იყო, რომ ასეთი შედეგი ექნებოდა ამ ყველაფერს პირველ ეტაპზე, შეიძლება 16-ში რამე შეიცვალოს, როდესაც ბრიუსელშია დაგეგმილი ამის თაობაზე შეხვედრა. მაგრამ როდესაც ამას ვლაპარაკობთ, აუცილებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის ხაზგასმა, მხარეებს შეუძლიათ თუ არა რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა. ორივე მხარე არის აბსოლუტურად ჩიხურ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე კომპრომისის შესაძლებლობები არის დასული მინიმუმამდე.
ამის გარდა უნდა განვსაზღვროთ მხარეების ამოცანები. ოპოზიციის ამოცანა არ არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება. ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ჩანაცვლება ნებისმიერი გზით. აქედან გამომდინარე ესეც კიდევ უფრო ზღუდავს მოლაპარაკებების საშუალებას.
ხელისუფლება მიდის გარკვეულ კომპრომისზე, ეს დაკავშირებულია რიგ საკითხებთან, მაგრამ მთავარი, რიგგარეშე არჩევნებზე უარს ამბობს. ბუნებრივია ხელისუფლებას ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, თან არ თვლის თავს დამნაშავედ არჩევნების გაყალბების ნაწილში. ესეც ლოგიკურია. მისი დანაშაული არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის.
მთავარი ახლა აქ არის საზოგადოების პოზიცია. პოლიტიკური ელიტა საზოგადოების პოზიციას პრაქტიკულად არ ითვალისწინებს, განსაკუთრებით ოპოზიცია. საზოგადოებისთვის მიუღებელია ის ნგრევის პროცესი რასაც ისინი აკვირდებიან. აქ არ არის სიმართლის დადგენაზე ლაპარაკი. ეს არის ნგრევის პროცესი. მე მინდა და ასე უნდა იყოს.
პიკეტირება დემონსტრირებაა იმისა, რომ ისინი თავისას არ მოეშვებიან. მოლაპარაკებები იმ პოზიციების გათვალისწინებით, რომელიც აქვთ მხარეებს, ვერ შედგება ეს ღიად უნდა ითქვას. მხარეები კომპრომისზე არ მიდიან, განსაკუთრებით ოპოზიცია, მოლაპარაკებები ვერ შედგება”
კომენტარები