მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს.
UNIAN-ის ცნობით, სანდუმ ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარებაზე საუბრისას.
„მოლდოვამ ნათლად დააფიქსირა, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა პროცესში, რომელიც დნესტრისპირეთის კონფლიქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას, ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ საბრძოლო მასალების უტილიზაციას. კვლავ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ვიპოვოთ დიპლომატიური, პოლიტიკური და მშვიდობიანი გამოსავალი“, – აღნიშნა მაია სანდუმ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსული ოკუპაციის ზონად ოფიციალურად აღიარა.
კომენტარები