მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
„მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე გატარებული წელიწად-ნახევრის შემდეგ დადგა დრო, როდესაც ეს თანამდებობა უნდა დავტოვო“, – განაცხადა გავრილიცამ ბრიფინგზე.
„გვქონდა მუდმივი დიალოგი მოლდოვის სტრატეგიულ პარტნიორებთან, გავუმკლავდით ლტოლვილთა კრიზისს და მთელი მსოფლიოს სიმპათია მოვიპოვეთ. რაც მთავარია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ“, – აღნიშნა გავრილიცამ.
მაია სანდუმ ნატალია გავრილიცა მთავრობით მეთაურის თანამდებობაზე 2021 წლის 30 ივლისს დანიშნა.
კომენტარები