ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში, წერს:
“თქვენი იაფფასიანი ცინიზმი ყველამ შეინახეთ თქვენთვის რა!
მოლებში ვმუშაობთ ადამიანები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ეს სამსახური! ძალინ კარგია, რომ გაიხსნა მოლები და ადამიანები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე! მორჩით ამ ღლიცინს და მავნებლობას რასაც აკეთებთ ახლა და ნუ აიძულებთ ტვინიკოსებს ისევ დაგვკეტონ, ისედაც სამადლოდ გადმოგვიგდეს ეს ერთი კვირა!
მობრძანდით მოლებში, ვისაც რამის შეძენა გინდათ!
ყველა რეგულაცია დაცულია მაქსიმალურად და არის უსაფრთხო! ვმუშაობთ აქ ადამინები, რომლებიც ვუფრთხილდებით სხვის და საკუთარ ჯანმრთელობას!
ეს იაფფასიანი იუმორი და ცინიზმი შეინახეთ ყველამ თქვენთვის! წერტილი.”
კომენტარები