თითქმის 30 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან და დაუსრულებელი ლოდინი, რომ როდესმე მგლოვიარე ახლობლები შეძლებენ დაღუპული გმირების საფლავზე მისვლას. 2 ათასზე მეტმა ოჯახმა ამ დრომდე არ იცის სად ეძებოს აფხაზეთის ომში გაუჩინარებულები.
საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის დახმარებით თბილისში კიდევ 5 ნეშტი ჩამოასვენეს, მათ შორის ერთ – ერთი უკრაინელი მებრძოლია. ლეონიდ ტკაჩუკი ვახტანგ გორგასლის ორდენოსანია
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები დღეს 2 საათამდე გაიმართება. იდენტიფიცირებულთაგან 1 სამხედრო პატივით დღეს 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან დღეს 29 წელი გავიდა.
კომენტარები