გორში მოკლულ ერეკლე თედლიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ოჯახი კი დუმილს არღვევს. მათი სახელით დღეს განცხადება ადვოკატმა გააკეთა.
გარდაცვლილის მშობლები “ჯერარსის” კლინიკას ბრალდებებს უყენებენ და ფიქრობენ, რომ სარეაბილიტაციოდ გაწერილი პაციენტის მდგომარეობა მალე დამძიმდა, რაც ფატალური შემთხვევის მიზეზი გახდა.
“ოჯახს ამ დროისთვის აქვს სამართლიანი პრეტენზია და შეკითხვები ერეკლეს მკურნალ ექიმთან და კლინიკასთან. რაც ყველაზე დიდ შეკითხვებს იწვევს და ძალიან საეჭვოს ხდის ზოგადად ექიმების კომპეტენციას, მოხდა ნებით თუ შეუგნებლად მათი მხრიდან, როდესაც რეანიმაციიდან მოხდა ერეკლეს გადაყვანა სარეაბილიტაციო ცენტრში, ფაქტობრივად მომაკვდავი ბავშვი გაწერა კლინიკამ სარეაბილიტაციოდ,” – აცხადებს ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი თეა თედლიაშვილი.
“ჩვენებების მიხედვით იქნა გადაყვანილი სარეაბილიტაციო ცენტრში. რაც განვითარდა და როგორც განვითარდა, ამის პროგნოზირება წინასწარ, ქალა ტვინის დაზიანებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ყველა ჩვენება იყო თავის დროზე, რომ მოხსნილი აპარატიდან აღარ საჭიროებდა რეანიმაციას და აქტიურ ჩარევებს და ესაჭიროებოდა რეაბილიტაცია,”- აცხადებს კლინიკა “ჯერარსის” სამედიცინო დირექტორი და რეანიმაციის უფროსი დავით ყაზაიშვილი.
კომენტარები