ლუკა სირაძის ძმა, მარიანა ჩოლოიანის ბრალდებებს პასუხობს ტვ პირველთან და ამბობს, რომ ჩოლოიანის ადვოკატს სურს საქმის მიმართულების შეცვლა და მომაკვდავი ბიჭისთვის გაკეთებული გამაყუჩებლის ნარკოტიკად ჩათვლა:
“საქმეში არსებობს 2 ექსპერტიზის დასკვნა – ერთი სისხლის ნიმუშია აღებულია ასფალტიდან, სადაც ლუკა დაეცა და მეორე სისხლის ნიმუში აღებულია სააავდმყოფოში.
პირველ სისხლის ნიმუშში არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო მეორე სისხლის ნიმუშში შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკულ ნივთიერებებად ის მედიკამენტები, რასაც მას უკეტებდნენ ტკივილის გასაყუჩებლად.
მარიანა ჩოლოიანს ბრალიც არ აქვს წაყენებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. მე მარიანა ჩოლოიანს მთლიან პროცესში ვადანაშაულებ, თუმ,ცა, განაჩენი მოსამართლემ გამოიტანა იმ მუხლზე, რა მუხლითაც ჰქონდა ბრალი წაყენებული, ჩვენების იულებით ჩამორთმევაზე, რასთანაც შენობიდან გადმოვარდნა არანაირ კავშირში არაა”
მარიანი ჩოლოიანის ადვოკატი განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ლუკა სირაძის სისხლში ნაპოვნი იყო ნარკოტიკული ნივთიერებები და ასევე ის ამბობს იმასაც, რომ ლუკა განიცდიდა ოჯახში ფსიქოლოგიური ზეწოლას.
შეგახსენებთ, ლუკას ძმას, ბექა სირაძე, “ალიას” უყვებოდა, რომ დედა ავადაა წლებია და ვერ მუშაობს. ძმა კი სამხედრო სასწავლებელში იყო. ვინ და როგორ ახორციელებდა ლუკაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ჩოლოიანის ადვოკატი ამას არ აკონკრეტებს.
ბექა “ალიას” იმასაც უყვებდა, რომ როცა ლუკა გაიყვანეს და შემოიყვანეს ისევ დასაკითხ ოთახში, მას თავზე ჰქონდა ხელი მოკიდებული და სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა, თუმცა, ამ თხოვნაზე მას მარიანა ჩოლოიანმა უარი უთხრა.
კომენტარები