მოსკოვში, სოციალურმა მუშაკებმა 48 წლის პაციენტი, რომელსაც პნევმონია აღენიშნებოდა საკუთარი სახლის ეზოში მიატოვეს. მოგვიანებით ქალბატონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, 48 წლის ქალბატონი 17 აპრილს პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა ქალბატონს ცეროზი სჭირდა.
მიუხედავად ამისა, პაციენტი 19 აპრილს გაურკვეველი მიზეზის გამო სახლში გაწერეს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიიყვანეს ქალბატონი სადარბაზოსთან სპეციალურ ეკიპირებაში გამოწყობილმა პირებმა და მეზობლების ამარა მიატოვეს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ქალი შეუძლოდაა. მოგვიანებით ქალბატონი იქვე გარდაიცვალა.
კომენტარები