მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს:
“5000 მეგობრიდან რამდენი დედა ხართ?! ერთი ლარი რომ ჩარიცხოთ, ბესოს დედაც გაიხარებს შვილის ნახვით, ხომ დედები ხართ მეტად უნდა გესმოდეთ გურიის ერთ სოფელში მყოფი დედის ტკივილი რომელიც შვილის ცოცხლად ნატვრას ცდილობს…
პოლიტიკური კეკლუცობა უფრო მნიშვნელოვანია მაგიტომ არ მჯერა ვინმეს მართლა ქვეყნის დარდი აქვს, ამ ქვეყნის შვილი არაა ბესო? ბესო უბრალო გლეხის შვილია და ვის ადარდებს?
საქართველოში თითქმის ყველა ფონდმა უარი გვითხრა ბესოს დასახმარებლად, ჩვენ 22 წლამდე ვეხმარებითო
ბესო რომ 33 წლისა ყველამ უარი გვითხრა, ასე აზროვნებენ ცხვრის ტყავში გამოწყობილი ფონდები, დედამ ცოცხალი ნახოს შვილი რომ სასწრაფოდ გადმოვაფრინოთ, არავინა ჩვენი პატრონი
თურქეთის სავადმყოფოში ჩამოართვეს პასპორტი სანამ 3000 დოლარს არ გადაიხდის ბესოს არ უშვებენ სავადმყოფოდან, მისი მდგომარეობა დამძიმდა… დაგვეხმარეთ, გვიშველეთ, ერთი გაუბედურებული ოჯახია გურიიდან, არავინა მათი პატრონი… ჩვენ ჩავრიცხეთ 2800 დოლარი მეტი აღარ გვაქვს, ვწერ საელჩოსაც ვემუდარები სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბესო საქართველოში
ადამიანურად, გთხოვთ დაგვეხმარეთ ადამიანებო
საქ ბანკი :GE64BG0000000116883300GEL
თიბისი ბანკი:GE76TB7580145064300028″
33 წლის ბესოს სამკურნალო ფულიც, მამა ნექტარიოსის თხოვნით შეგროვდა, სამწუხაროდ, მკურნალობა დაგვიანებული გამოდგა. ყოველდღიურად იზრდება კლინიკის ვალი, რომლის გადახდის გარეშეც პაციენტს არ უშვებენ, მამა ნექტარიოსის თქმით. ახალგაზრდა მამაკაცის და მისი დედის ერთადერთი თხოვნა ისღა დარჩა, რომ ერთმანეთის ნახვის საშუალება ისევ მივცეთ…
კომენტარები