საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“მიშა მშვილდაძემ ზვიად გამსახურდიას საქმიანობა გააკრიტიკა და არ დაზარებია მოყოლა, როგორ მოიხადა საჯაროდ ბოდიში გამსახურდიამ იმ დროს, როდესაც კოსტავა ციხეში იჯდა; როგორ ერთნაირად მცდარი მიმართულების პოლიტიკური კრებული ჰყავდათ მას და ჭანტურია-წერეთლის დაჯგუფებებს; როგორ დანაშაულებრივად დაჩქარებული იყო ზვიად გამსახურდიას მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება…
დასკვნის სახით გადაცემის წამყვანმა ბრძანა: მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კაცი და არადემოკრატიული მმართველი გამოდგა გამსახურდია – განა ეს საკმარისი იყო მის დასამხობად?
სულ თორმეტი ხაზში ეტევა ეს დიდებული “ნარატივი” და შეხედეთ, რამდენი ლიაფსუსის და სიმცდარის გადმოფრქვევა მოასწრო ამ კაცმა. თან როგორ მოწყალედ აღნიშნავს, ეს დასამხობად განა საკმარისიაო?
სიცრუეები და ავყია ინტერპრეტაციები, რომელიც გამოიჩეკა კრემლის და ლუბიანკის საქართველოს საკითხებზე მომუშავე განყოფილებებში,
რომელიც ისმოდა რუსული “დოსააფის” და “ზაკვოს” იარაღასხმულ რეიბანებიან ჯეელებში,
რომელიც ისმოდა დამამხობელ ორატორებში ბოლშევიკური ლოგიკით “რაც უარესი მით უკეთესი,”
რომელიც ისმოდა რევანშისტ კომუნისტებში,
რომელიც ისმოდა მუდამ მოსკოვზე მომზირალ “ინტელიგენციის” ნაწილში,
პერიოდულად აყვავდება ხოლმე ქვეყნის მტრისთვის სასარგებლო იდიოტთა გამოსვლებში. ხანაც პოლიტიკური სასაფლაოდან გვიყვებიან ვიღაცეები, რომლებმაც ვერ მოინელეს იმ წლებში თავიანთი არც ქართველობასთან, არც კაცობასთან, არც მოქალაქეობასთან თავსებადი საქციელი. ხან იაგოს გადაცემის ტრიბუნიდან შეგვახსენებენ თავს, ხან კიდევ საიდან და ახლა ესეც შეერთებია. მაგრამ მომჩვარულია მიშას მშვილდი. ისრები კი ცრუინტელექტის, ცრუისტორიის ნეხვისებრი პროდუქტია.”
კომენტარები