27-28 მაისს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ჰაერის ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება თბილისს, დღეს ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს,“- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები