სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:
“ტელეფონში არ მქონია არანაირი თამაში. არც დრო მქონდა და არც ინტერესი. ამას წინათ ფეისბუქის რეკლამა რომ არ მომეშვა, გადმოვწერე შემოთავაზებული თამაში. შინაარსი ასეთია: რაღაც დაბრკოლებები უნდა გადალახო, რომ ვიღაცას სახლი აუშენო? ვიღაც დააპურო, ვიღაცას ტანსაცმელი გაუახლო და ა.შ. დავკარგე რამდენიმე საათი ამ ტურებში ჰოდა გავანებე თავი. აღარ შევდივარ და მომდის მაგ თამაშიდან მესიჯები ,,თეონა კნუტი იწვის, გადაარჩინე! ბავშვს შია, მოიპოვე საკვები! სახლი ინგრევა, გადახურე!!
აღარ შემიძლია, გეგონება რეალურ ცხოვრებაში მაკლდა სტრესი. თამაში განსატვირთადაა თუ დასასტრესად. ესენი ვინ ყოფილან )) უნდა წავშალო.
პს: ის კი კარგი იყო რომ ამ თამაშში მარტივი მოქმედებებით ვწყვეტდი პრობლემებს.”
კომენტარები