“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, “ტვ პირველის” ეთერით ამბობს:
“საუბარი არის პოზიციაზე, ჩვენი პოზიცია იყო ყველასგან განსხვავებული. როცა ერთი პოზიციით შეკრებილია 4 პარტია და მათ შორის ყველაზე დიდი და გამარჯვებულია ნაციონალური მოძრაობა, რა შეიძლება დაერქვას ნეიტრალური თვალით ამ ყველაფერს? ეს ვთქვი დღეს, მეტი კი არაფერი, ამიტომაა ნიკა მელია ჩემზე გაბრაზებული. დამირეკა დღეს გაბრაზებულმა.
მე მომეჩვენა რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს რომ იარაღის ტარების უფლება მომცეს. ხომ არ ვუჩივლებ ჩემ პარტნიორს ამ სასამართლოში? ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, ამისთვის მჭირდება იარაღი. ამ პარლამენტისგან მინდოდა იმუნიტეტი და იარაღის ტარების უფლება, ამისთვის მინდოდა პარლამენტარობა, არც ხელფასი მინდა და მედიის ყურადღებაც მაქვს”
კომენტარები