რუსმა პოპ მომღერალმა გრეგორი ლეპსმა აშშ-ისა და ევროპის სანქციების გამო მილიონები დაკარგა. ამის შესახებ KP.RU კონცერტების რეჟისორის კირილ ჩიბისოვზე დაყრდნობით წერს.
მან აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ლეპსი გამომუშავებული თანხის ნაწილს ამერიკულ და ბრიტანულ ბანკებში ინახავდა.
”ახლა მომღერალი ვერ წავა ვერც ლონდონში და ვერც – ამერიკაში. მისი ყველა ანგარიში გაყინულია, მას არ აქვს ფულზე წვდომა.
ლეპსი იქ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია. გასაგებია, რომ მას უკანასკნელი თანხა არ დაუკარგავს, მაგრამ სანქციების სიების მსხვერპლია.
ჩემი შეფასებით, გრიგორი ლეპსმა 20 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა, ”- ამბობს ჩიბისოვი.
კომენტარები