დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე:
“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ვარ მომხრე იმისთვის, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.
გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე.
საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეიძლება შეეხოს მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ მესამედი გვაქვს მოსახლეობის აცრილი, საჭიროა, რომ ამ მესამედს გადავცდეთ კარგად, რომ შეუძლებელი იყოს ამ ღონისძიებების შემოტანა”
კომენტარები