მანანა არჩვაძე-გამსახურდია ტელეკომპანიის „აჭარა“ ეთერით სააკაშვილის მშობლებზე საუბრობს:
„მე, როდესაც ბალნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე, გარეთ ვიდექი, ვინ შემიშვებდა იქ. იმ წუთსვე გაჩნდა კრწანისის საპატრულო პოლიცია და მომკლეს ცემაში. აი, ასე „გამიმასპინძლდა“ სააკაშვილის მამა, ახლა რას მოითხოვს ეგ კაცი, მე ამაზე გავჩუმდები?! არასდროს გავჩუმდები! მე მათ ყოველთვის ვამხელ, უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევ…
მისი დედა, რომელიც გეგონება, რაღაც იქ, თითქოს ზეიმზე მიდის, მის გარეგნობას, ჩაცმულობას და მის სახეს არაფერი ეტყობა, რომ შეწუხებული იყოს და იძახის მიკლავენ შვილს. შენმა შვილმა რამდენის დედა გაამწარა და გააუბედურა? რამდენი ოჯახი გააუბედურა და მაშინ რატომ არ კითხულობდი, რომ შენ შვილს მაინც მოუწევდა ეს განაჩენი. რა, არ იცოდი ეს თუ გეგონა, რომ მუდმივი პრეზიდენტი იქნებოდა”
კომენტარები