მომღერალი სოფო ნიჟარაძე “ვანოს შოუ”-ში ისტორიას ჰყვება, რომელიც ამერიკაში გადახდა პანდემიის დასაწყისში:
“პანდემიის დროს მომიწია ამერიკაში მშობიარობა, მაშინ არავინ იცოდა რა ვირუსი იყო ეს, ყველა დაზაფრული იყო, ქუჩაძი ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა. ახალი გაჩენილი მყავს ბაშვი, დავიწყე ვარჯიშზე სიარული, თითო საათით გავდივარ. ივლისია, მოვდივარ და ვიყიდე დიდი ჭიქით ყავა, ბევრი ყინულით, მოვდივარ, ვდგავარ შუქნიშანთან, გადასვლას ველოდები… ჩამოვიწიე პირბადე და მოვსვი ყავა. მე ზოგადად ყინულზე ეგრევე ხველა მიტყდება, თან პატარა ყინულის ნატეხი გამეჩხირა, ავწიე პირბადე, გვერდზე მივაბრუნე თავი და დავახველე…
ამ დროს ვიღაცა მოდის და პირდაპირ შევახველე… გამომხედაა, ვიფიქრე, ცუდად არის ჩემი საქმე-მეთქი…
ჩემ ბედად აინთო შუქნიშანი, ბოდიში ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯებით მოვდივარ…
-რა ბოდიში, აბა, აქ მოდიო, კორონიანი რატომ დადიხარ ქუჩაშიო…
-არა მაქვს კორონა, უბრალოდ გადამცდა, მახველებს, ალერგია მაქვს, – ვეუბნებოდი, მაგრამ არ მიჯერებდა, მომსდევდა, გაგლეჯვა უნდოდა ჩემი, კორონიანი როგორ დადიხარო, იმიტომ რომ მაშინ სიმპტომი იყო ხველა და ჯიბრზე ისეთი ხველება ამიტყდა, აღარასოდეს გავჩერდი და ეს ლამის მოსაკლავად მომსდევდა. კარგა ხანი მსდია…”
კომენტარები