“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
ბოლო სამი წელია აბანოთუბანში ვცხოვრობ. არ ჰგავს დანარჩენ ქალაქს. რელიგიურად და ეთნიკურად ჭრელია, ხმაურიანი, ტურისტები და ჭყეტელა კაფეებიც ემატება. საშინელი, უგემოვნო
მუსიკაც.
ენაც შერეულია აზერბაიჯანული, რუსული, ქართული, ინგლისური, სომხურიც.
მე და ჩემი ძაღლი რაღაცნაირად მიგვიღეს. თავისიანად. მაგრამ თან უცნაურიც რომ ჰგონიხარ.
თუ უძაღლოდ მნახეს, გძე საბაკაო, აზერბაიჯანელი ბაბუ მეკითხება.
კოვიდის ჩაკეტვის და დაგმანვის დროს ნარდს თამაშობდნენ ქუჩაში. არავის დაუჯარიმებია, ცხადია. თავისებური ხალხია და ეტყობა არ ეძიებიან.
ახლა ძაღლს ვასეირნებდი, მოდი ბედობა უნდა აღვნიშნოთო, ხმაურიანად დამეცნენ.
მომვარდა ვიღაც უცხო, ლამაზი, ქერა ქალი და ჩამეხუტა – მასკვა და? მეკითხება.
დასცინეს ჩემმა მეზობლებმა, ესო ჩვენიაო, ჩემზე. ამ ჩვენში სამი ეთნიკური ჯგუფი მაინც იგულისხმება ოღონდ. სამოქალაქო გაგების ერის კონცეფცია დადეს.
მერე მაცეკვეს. საშინელ, უგემოვნო მუსიკაზე.
ტორნატორეს სინემა პარადისოს ვუყურე ნახევარი საათის წინ და აი, ეგრევე ფილმის გარემოში შემაბიჯებინეს. მეიდან პარადისო უნდა გადავიღო მე.
კომენტარები