სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ლიბერასტები”, “ურჯულოები”, სოროსის სექტის მიმდევრები და მახარაძე-ორჯონიკიძეს სულიერი შვილები, დედა ეკლესიის წინააღმდეგ შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდნენ! ცხადია, რომ მათი სახით ჩვენს სულიერ მამას და ზოგადად სარწმუნოებას სატანა ებრძვის!
– მომზადდა ახალი სკანდალი (სპეც.ოპერაცია) სახელწოდებით “მღვდლის კლასტერი”!
– ახლა ამ თემის ირგვლივ ტელევიზიები ააგებენ თავიანთ საინფორმაციოების ბადეებს! ჭინკები დაიწყებენ თითების ტყაპუნს კლავიატურაზე, ხოლო გაფეისებულ მავანს არ მოხსნიან ტელე ეკრანებიდან! იმედია ხვდებით რომელი ტელევიზიები “ივაჟკაცებენ”?!
– ამ შემთხვევამდე ინტერნეტი გადაჭედილი იყო ინფორმაციებით იმის შესახებ, რომ აგერ კათოლიკე მღვდლები დასნეულდნენ და გარდაიცვალნენ, აგერ რომის პაპი მარტოობაში ლოცულობს, აგერ საბერძნეთში მღვდელი დააპატიმრეს თუ დააჯარიმეს… აგერ მუსულმანებმა მეჩეთები დაკეტეს (იმდენი თქვენი დედა მოვიკითხე) ან კიდევ ისრაელში რაბინი მოკვდა და სინაგოგები დაიხურეს! მოკლედ … ათასი და ათი ათასი სისულელე! ეგ კი არა თემა, რომ გამოელიათ იქამდე მივიდნენ, რომ ერთ სულიერად ავადმყოფს (არ ვიცი რა მეთოდით) პოსტი დააწერინეს “აღარ მინდა მონათლული ვიყოო… ჯვარს მოვიხსნი და ეკლესიაში დავტოვებო”… წარმოგიდგენიათ ვისთან გვაქვს საქმე?!
– მეგობრებო რა მინდა იცით გკითხოთ? მღვდელი რა ადამიანი არ არის? არ სუნთქავს? არ იკვებება? არ შეიძლება მას რამე დაემართოს? მაგალითად სეზონური გრიპი? ან H1N1? ან კორონავირუსი? მერე რა რომ covid 19 დაუფიქსირდა? (სიმართლე გითხრათ სადღაც მგონია რომ შეგნებულად მოახდინეს ყოველივე ეს) ამ მღვდლამდე 270 “არა მღვდელს” დაუფიქსირდა…!!! და რა მერე?!
– მოკლედ მოგიწოდებთ არ გატყდეთ! მედგრად დავდგეთ! ესე გვებრძვიან ჩვენ მართლმადიდებლებს ურჯულოები 20 საუკუნეა! ხან ფულით, ხან ხმლით, ხან ენით… მაგრამ ჩვენი რწმენით ჩვენი ღვთისადმი სიყვარულით მარცხდებიან მუდამ! ეკლესიას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდით დგომა!
ps 270 დაინფიცირებულის პროფესიებს არ ასახელებენ (ძირითად ნაწილს) მაგრამ როდესაც საქმე მღვდელს ეხება?! აი მანდ საქმე სულ სხვაგვარადაა…”
კომენტარები