ჟურნალისტი, გიორგი მგალობლიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
#რეზბალნიცისაბრეჟე2009-დან დღემდე, ვისაც “რეზბალნიცაზე” მოხვედრის “ბედნიერება” ჰქონია, ყველაზე დიდი (პატიმართა მრავალრიცხოვნობით და ისედაც) განყოფილების – ფსიქიატრიულის მორიგე ექთანს მარინა ვაშალომიძეს ერთხელ მაინც შეხვდებოდა… ამ 11 წლის მანძილზე… მიშას პერიოდიდან – კოჰაბიტირებულებამდე, ალბათ არ არსებობს ამ ადამიანის, ამ თავისი საქმისადმი უზომოდ შეყვარებული პროფესიონალის მიმართ, ნეგატიურად განწყობილი პატიმარი თუ ციხის პერსონალი..
რახან დედაჩემია, ამიტომ არ ვამბობ.. უამრავი მადლობა მიმიღია პირადად მე, მათგან, ვისაც იმ უმძიმეს (მით უმეტეს ნაცების რეჟიმისას) წლებში, ციხის “საგიჟეთი” გამოუვლია.. ბევრისთვის, არა ექთანი, ან ქალბატონი მარინა, არამედ დედიკო იყო და დღესაც სიყვარულით იხსენებენ.. ამით ვარ მე ამაყი და ამიტომ…
არაფრად მიღირს, ქალბატონი მინისტრის მკვახედ ნათქვამი ფრაზა: “შენი ხულიგანი ბიჭი კიდევ ხულიგნობს”?! (რის გამოც ბევრი ინერვიულა დედამ) ეს უთხრა ადამიანს, რომელმაც 11 წელი ღამისთევის, ნერვიულობის, დამნაშავე თუ უდანაშაულო, ვითომ გიჟი თუ მართლა ფსიქიკაშერყეული ადამიანების ზრუნვაში გაატარა და სამაგიეროდ მიიღო წნევები, ქოლესტერინის მაღალი დონე და ინსულტი!
კიდევ ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ არ მინდა, ერთის მხრივ მშრალი ფაქტი ნოველად ვაქციო და მარტივად დავასრულებ…
რამოდენიმე ათეული ადამიანი, კოლეგა დაითხოვეს, მასზე უმცროსებიც, მას კი კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზეს.. თუმცა, ნურას უკაცრავად… #მონააქარავინარარი“
კომენტარები