ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! – ასე მიმართავს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სინდისის 11 პატიმარი ციხეში ჩატოვა.
მონობა იცოდეთ ცუდად მთავრდება – ეუბნება რეჟიმის მოსამართლეს სალომე ზურაბიშვილი.
ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც სჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კომენტარები