პოეტი, “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
“მეზობლის გაჩხიკული ბავშვი კითხულობს,
რა ღირს წინა დღის პური…
ვუყურებ
და ვფიქრობ,
რომ იქ,
სადაც სუქდებიან ერთეულები,
ნეკნებზე გადაკრული ტყავით უწევთ ცხოვრება
ასი ათასებს.
…
ლომბარდის რიგში დგას
მარტოხელა დედა
ღვთისმშობლის გულსაკიდის დასაგირავებლად,
მის ახალშობილს კი არავინ ეთამაშება,
რომ ტირილი შეწყვიტოს.
…
მკერდი ჯვრითა
და კედლები ხატებით,
გულები უღმერთოდ.
…
ნაგვის ურნები,
როგორც სწრაფი კვების
მოდერნიზებული ობიექტები
სიცოცხლით სავსე ქალაქში.
…
სამასკაციან კონკურსში
იმარჯვებს ის,
ვინც უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს
ვაკანტურად გამოცხადებულ პოზიციაზე.
…
უპატრონო ბავშვები
უცხოელ ტურისტებს ეკონწიალებიან კიდურებზე.
მოხუცთა თავშესაფრებში ადგილები გადაივსო.
ის ხალხი კი,
ვისაც სახლ-კარიც აქვს
და საჭმელ-სასმელიც,
აქციებს აწყობს,
ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარებისთვის.
…
პოლიციას ტვინი არ ჰყოფნის
და კუნთებს აწვება.
…
ვაჟკაც ბიჭებს
გოგოების საქალწულე აპკის მდგომარეობა
უფრო აწუხებთ,
ვიდრე ქვეყნის დარღვეული
ტერიტორიული მთლიანობა.
…
მოფარებულში დედის მუ@ელს
და პირდაპირ ეთერში კეთილების @რაკს იგინება
პრემიერ-მინისტრი.
განვითარებული სახელმწიფოების ლიდერები
შარვალ-კოსტუმებში დაიბადნენ.
…
მამლები გაუჩერებლად ყივიან,
მაგრამ არავინ არის ისეთი,
ვინც შეიძლება უარვყოთ.”
კომენტარები