ქვეყანაში მასობრივი თავშეყრის აკრძალვის ფონზე, რაგბის კავშირში დიდი შეკრება შედგა. შეკრების მიზეზი გამგეობის ახალი წევრების არჩევა იყო.
“მთავარის” ინფორმაციით, გამგეობის არაფორმალური მმართველი მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა, გია კობახიძე იქნება.
რაგბის პრეზინდენტი და დელეგატების უმრავლესობა ამბობენ, რომ შერჩეულ ადამიანებს “ქართულ ოცნებასთან” კავშრის გარდა, რაგბში დამსახურებებიც აქვთ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე:
ეს ადამიანები “ქართულ ოცნებამდე” თამაშობდნენ რაგბს და მათ შორის, ბატონი გივი, ბატონი გია, დათო კაჭარავა, ასე რომ, ისინი პირველ რიგში, არიან მორაგბეები. შემდეგ ზოგი “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრია, ზოგი არ არის მხარდამჭერი და ამაში ცუდი არაფერია. ისინი მანამდეც მოღვაწეობდნენ ამ ნაწილში”
კომენტარები