19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში სავარაუდო მონაწილეების ადვოკატები, ალექსანდრე კობაიძე და ბექა ნემსიწვერიძე აცხადებენ, რომ „მერსედესის“ მგზავრებს ხელკეტი ჰქონდათ. მათვე აღნიშნეს, რომ მორაგბეებს ინტელექტუალური დახმარება სურდათ.
„გუშინ ერთ-ერთი მოწმე, ე.წ ფოტოგრაფი გამოვიდა და ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად ისაუბრა, რომ მანქანა რომ გაჩერდა, სულ იყვნენ ექვსნი, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა. ეს ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა იყო თვითონ და აწ გარდაცვლილი გიორგი. მან ახსენა რკინის ხელკეტი, რომელიც იქ მყოფ ერთერთ ბიჭს ჰქონდა. მის და სხვა მოწმეების ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და გადაადგილდებიან „ტოიოტა ქამრის“ ტიპის მანქანით, გიორგი იქ აღარ არის. ნამდვილად არანაირი ბრალეულობა არ არის ამ ბიჭების, რომელიც „ქამრიში“ ისხდნენ“, – ამბობს კობაიძე.
კითხვაზე, რა იყო მოტივი ერთ მანქანაში 6 ბიჭის ყოფნა და აგარაკზე წასვლა, ადვოკატი შემდეგნაირად განმარტავს:
„მეორე მანქანაში, იმ „მერსედესში“ ვინც იყვნენ, მათ საძებნელად წავიდნენ, ანუ თავისიანების, რათა რამე კონფლიქტი არ მომხდარიყო და აერიდებინათ თავიდან. რკინის ხელკეტი „მერსედესიდან“ არის ამოღებული.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იყო დახმარების სულისკვეთება, საქმის მოგვარების სურვილი. სურდათ, არა ფიზიკურად, ინტელექტუალურად დახმარებოდნენ. ჩვენი ჩართულობა ამ კონფლიქტში არის 0-ის ტოლი, რადგან დავაგვიანეთ მისვლა. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შემთხვევა მანამდე სავარაუდოდ, მომხდარი იყო“
კომენტარები