მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“მოლოდინები რომ SARS-CoV-2 ვირუსი დასუსტდებოდა და/ან პოპულაციური იმუნიტეტი დაამთავრდებდა პანდემიას, არ გამართლდა.
აპრილის შემდეგ აშშ და დასავლეთ ევროპაში ვრცელდება ომიკრონის ახალი შტამები BA.4 BA.5, BA2.12.1.
ორი შტამი ითვლება განსაკუთრებით პრობლემატურად BA.4 და BA.5, რადგან ვირუსის ეს შტამები “ემალებიან” ვაქცინაციის ან კოვიდ-19 გადატანის შემდეგ გამომუშავებულ ანტისხეულებს რაც ზრდის კოვიდ-19 რეინფექციების სიხშირეს.
ჩვენთანაც ძალიან სწრაფად მატულობს კოვიდ-19 შემთხვევები. ბოლო ათ დღეში ყოველდრიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ თითქმის 1000-ით გაიზარდა. რეალურად ალბათ ეს რაოდენობა 2-ჯერ მეტია, რადგან გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა ანტიგენის სწრაფი-მარტივი ტესტით დადგინდა, რომელიც სიზუსტით ბევრად ჩამორჩება PCR დიაგნოსტიკას. გარდა ამისა სტატისტიკაში არ ხვდება ახალი შემთხვევების უმეტესობა, რომელიც აფთიაქში ინდივიდუალიურად შეძენილი ანტიგენის სწრაფი-მარტივი ტესტით დგინდება.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რამდენად საშიშია BA.4 და BA.5 , მაგრამ ერთი რამ ცხადია – ავადმყოფობა უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე “კლასიკური” ომიკრონით გამოწვეული ინფექცია.
ჩვენმა ხელისუფლებამ დასავლეთ ევროპას მიბაძა და 1 მარტს კოვიდ-19 რეგულაციები გააუქმა, ოღონდ ერთი რამ არ გაითვალისწინა – ევროპის მოსახლეობის თითქმის 70% ორი დოზით არის აცრილი.
დიდი ალბათობით ხელისუფლება ინერტული იქნება კოვიდ-19 ახალი ტალღის მიმართ. ამიტომ მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა გაფრთხილდეს, განსაკუთრებით ის ხალხი ვინც ე.წ რისკ-ჯგუფშია.
ჯანმრთელობას გისურვებთ.”
კომენტარები