რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს. მიზეზი რუსთავის საკრებულოს წევრის კოვიდ 19-ით ინფიცირებაა.
როგორც ირკვევა, “ქართული ოცნების” წევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ხალხმრავალ შეხვედრებში, დადიოდა საკრებულოს სხდომაზე და ერთ-ერთ ტაძარში ეზიარა კიდეც.
ამასთან როგორც ტაძარში ამბობენ, მათთან სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებული.
ინფიცირებულია დეპუტატის დედ-მამა, ცოლი და 2 შვილიც კი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, დღეის მდგომარეობით შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილია 50 კონტაქტი.
„როდესაც დედას დაუდასტურდა, შვილის დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე. დღესდღეობით 50 კონტაქტია ისეთი, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს რისკის მატარებლად. თუმცაღა, ახლო კონტაქტების რაოდენობა არის 20 ადამიანი. მეორახარისხოვანი კონტაქტების მოძიება დამთავრდება დღეს და გვეცოდინება სულ ჯამში რამდენ ადამიანთან კონტაქტი როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში“
ნიუპოსტი
კომენტარები