საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 45% არ აიცრება, 18% კი Covid-19-ის აცრას გაიკეთებს.
კითხვაზე, “მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა
- 18% – ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდება
- 19% – ავიცრები, რაღაც დროის გასვლის შემდეგ
- 7% – ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს
- 45% – არ ავიცრები
- 5% – უკვე ავიცერი
- 7% – არ ვიცი/უარი პასუხზე
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.
კომენტარები