მაშინ, როცა ქვეყნის პრემიერი და მთავრობა, ლამის ყოველ დღე გვიმეორებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა “ზამბარისებული ნახტომით, იზრდება, მოსახლეობის 55% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45 პროცენტს ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს ვიდრე 5 წლის წინ.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
კომენტარები