დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტვ “იმედთან” განაცხადა:
“ჩვენი კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ. ამაში შედიან კოვიდგადატანილები, ორთჯერადად აცრილები. 20%-ს არ აქვს გადატანილი.
სამწუხაროდ, ვიცით, რომ ხანდაზმულების თითქმის ნახევარი აუცრელია. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განზოგადება იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იყო“
კომენტარები