„ღორის გრიპის“ მსგავსად, კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა, ხოლო ვაქცინის შექმნამდე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს სახელმწიფო მოქალაქეებს პნევმოკოკის ვაქცინას შესთავაზებს.
კორონავირუსისგან დასაცავად, რამდენად ეფექტურია მოქალაქეებში პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენება? უსაფრთხოა თუ არა კორონავირუსის სახლში მკურნალობა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, აკაკი ზოიძე “2020NEWS“ -თან ინტერვიუში საუბრობს.
-ბატონო აკაკი, დაიცავს თუ არა კორონავირუსისგან რისკ ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს პვნევმოკოკის ვაქცინა, რომლის გამოყენებას ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურად გეგმავს?
-აქადე პვნევმოკოკის ვაქცინა სავალდებულო ბავშვებში იყო, ხოლო ხანდაზმულებისთვის – ნებაყოფლობითი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით, წელს სახელმწიფო პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენებას ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზებს. ეს ვაქცინა ხანდზამულ მოქალაქეებსა და რისკ ჯგუფში მყოფ პირებს პნევმოკოკური პნევმონიისგან დაიცავს, რათა პნევმონიით დასუსტებული ორგანიზმი და იმუნური სისტემა არ მოხდეს კორონავირუსული ინფექციის მძიმე ზემოქმედების ქვეშ. ვფიქრობთ, ეს ვაქცინა ეფექტურ შედეგს მოგვცემს.
-ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “საქართველო კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე ეტაპობრივად გადავა“. არის თუ არა უსაფრთხო, თუნდაც მსუბუქად მიმდინარე ვირუსის შემთხვევაში, სახლში მკურნალობა?
-კორონავირუსის ინფიცირების 80% უსიმპოტომოდ მიმდინარეობს, ან ისეთი სიმპტომებით, როგორიც ჩვეულებრივ გაციებას ახასიათებს – ასეთ შემთხვევებს კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება.
მოგეხსენებათ, ადამიანების კლინიკაში გადაყვანა უსაფრთხო არ არის, რადგან იქაც არსებობს ინფიცირების გადაცენის რისკი. სახლში მკურნალობა ადამიანებს ვირუსისგან უფრო დაიცავს.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სახლში კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობა და მისი მითითებებით მკურნალობა, ძალიან მნიშვნელოვანია. სახლებში უნდა იმკურნალონ ისეთმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ვირუსის კრიტიკული გამოვლინება არ გააჩნიათ.
-რამდენად რეალურია ვერსია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ინფექციას ყველა მოქალაქე გადაიტანს?
-მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელება მაქსიალურად შევამციროთ. როგორ განვითარდება დანამდვილებით მოვლენები, მსოფლიოში ვერავინ გეტყვით. დიდია ალბათობა იმისა, რომ “ღორის გრიპის” მსგავსად, კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა.
გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შესაძლოა, მიხვდეს, რომ ვირუსი გადაიტანა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ინფექცია მოსახლეობაში ერთბაშად გავრცელდეს, ამიტომ ვატარებთ ისეთ მკაცრს ზომებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ.
ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დარჩით სახლში, რადგან სოციალური დისტანცირება ვირუსისგან დაცვის მთავარი გარანტიაა.
კომენტარები