ქართული ოცნების ჩოხატაურის მერობის კანდიდატი, დავით შარაშიძე დაბლაციხისა და საყვავისტყის მოსახლეობას, მაჟორიტარობის კანდიდატთან, გოჩა ჯიქიასთან ერთად შეხვდა.
შეხვედრისას, დავით შარაშიძემ განაცხადა:
ბოლო პერიოდში ამ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტ/ბეტონის საფარი, განხორციელდა თემის სრული გაზიფიცერება, სოფლის შიდაგზებზე მოეწყო ბეტონის ასასვლელები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ამბულატორიას.
მოსახლეობასთან ერთდ ვიმსჯელეთ იმ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც მათ ჯერ კიდევ აწუხებთ.
შიდა გზების რეაბილიტაციის გაგრძელება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ასევე, გეოლოგიურად არამდგრად უბნებზე დაზიანებულ ოჯახებს ესაჭიროებათ დახმარება, ეს საკითხები ეტაპობრივად აუცილებლად გადაიჭრება.
მოსახლეობის განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ დადებითია.
მჯერა ერთმანეთის თანადგომით ბევრს კარგ საქმეს გავაკეთებთ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
#განვითარებაყველარეგიონს“
კომენტარები