ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, 56% თვლის, რომ მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო. 32% ამბობს, რომ მთავრობამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა, ხოლო 7% ამბობს, რომ არც ერთს არ ეთანხმება.
მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა, თბილისის მოსახლეობა, ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ჭარბობენ.
ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია და 75 პროცენტს შეადგენს.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
კომენტარები