საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს მოსახლეობის 51%, ხოლო მხარს არ უჭერს – 39%, გამოკითხულთა 10%-ს კი პასუხი ან არ აქვს, ან არ იცის.
კითხვაზე მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე საქართველოში 29% ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს, 22% კი ნაწილობრივ უჭერს მხარს, 27% სრულად ეწინააღმდეგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ხოლო 12% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება.
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.


კომენტარები