ცოტა ხნის წინ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელიც შემდეგაც ლევან ცქიტიშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა თქვა:
მოსახვედრს მოხვდა, ვინც საჭირო იყო, ბოდიში, ოპერატორს თუ შევეხე, მაგრამ ვისაც მოსახვედრი იყო, უნდა მოხვდეს”
“წავიდნენ, ბიჭო, გლდანში მოაწყონ ისევ….” – ისმის ვეტერანი ფეხბურთის ხმა ვიდეოში, დაპირისპირების დასრულებისას. რის მოწყობას გვთხოვს ვეტერანი ფეხბურთელი გლდანში და რა კავშირშია გლდანში არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან, მას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ის არასოდეს მალავს, რომ ლევან კობიაშვილის მხარდამჭერია.
ფაქტი ერთია, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლისთვის, კობიაშვილის მხარდამჭერისთვის, სპორტსმენისთვის – კანონი და პოლიცია არ არსებობს, ქუჩურად წყდება – მოსახვედრია აქვს ხელი? – უნდა მოხვდეს! – ე.წ. ქურდული კანონებით გვესაუბრება! ქურდული სამყაროს პატივისცემა – მუხლია ასეთი 3 წლამდე პატიმრობით ისჯება ისჯება, ისე, ბატონებო, ცნობისთვის! უამრავი ადამიანია ამ მუხლით გასამართლებული!
აქვე გიჩვენებთ კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც ასევე ტვ პირველმა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება:
კომენტარები