,,ერთიანი საქართველო” ხელისუფლებას რამდენიმე ინიციატივით მიმართავს. პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, ვარაუდობს რომ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს გვერდს ვერ აუვლის, რაც მოსახლეობის სოციალურ უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს.
,,პანდემიის პერიოდში ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ არაერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და გაუწიოს ყველანაირი დახმარება, მათშორის რეკომენდაციების და ინიციატივების თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი გიორგი გახარია და მისი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს და ეძებს გზას თუ როგორ ებრძოლოს ეპიდემიას და როგორ არ შეიქმნას ეკონომიკური პრობლემა. თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან თითქმის ყოველდღე იზრდება პირველადი მოხმარების ნივთებზე, სურსათზე და მედიკამენტებზე ფასები. მაშინ როდესაც მსოფლიოში ბარელი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა და 28 დოლარზე ჩამოვიდა, საქართველოში ნავთობ პროდუქტების ფასი ისევ მაღალ ნიშნულზეა.
რთულ სიტუაციაში ბაზარი ვერ არეგულირებს ფასებს, ამიტომ მისი თვით დინებაზე მიშვება დაუშვებელია.” – აცხადება პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე.
მისი განცხადება ასევე შეეხო სამედიცინო სპექტრის მოთხოვნას, რომ მოქალაქეები არ გამოვიდნენ გარეთ და დარჩნენ სახლში. გიგლა ბარამიძე განმარტავს, რომ თუ კი ვინმე მაინც დადის სამსახურში, ეს მხოლოდ ხელფასის გამო ხდება. კერძო სექტორში მომუშავე ადამიანები თუ კი სახლში დარჩებიან, ვერ მიიღებენ ხელფასს.
აქედან გამომდინარე ,,ერთიანი საქართველოს” გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას რამდენიმე ინიციატივით მიმართავს.
,,საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესი ერთი თვით გათავისუფლდეს ან გადაუადეს დამატებითი ღირებულების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი. ასევე გაუქმდეს ან გადავადდეს საპენსიო ფონდის გადასახადი.
ამ ღონისძიებების გატარება აუცილებელია, რათა კერძო სექტორს მიეცეს შეღავათები და პანდემიის შემთხვევაში კერძო სექტორის თანამშრომლებს მიეცეს ხელფასი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესძლებელი მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ჯანდაცვის ორგანიზაციების გაფრთხილება – დარჩნენ სახლში”. – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ხელისუფლებისათვის ასევე წარმოადგინა რამდენიმე პუნქტიანი ინიციატივა.
ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო დონორი ქვეყნების დახმარება, მოხდეს საბიუჯეტო მუხლების გადათამაშება, ასევე თანხები გამოიყოს ქვეყნის ეროვნული სარეზერვო ფონდიდან, მათშორის მოხდეს ისეთი ფონდების გამოყენება, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, საუბარია საინვესტიციო ფონდზე. ასევე გამოყენებულ იქნეს საპენსიო ფონდში დაგროვილი სახსრები.
გიგლა ბარამიძის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს აღნიშნული ყველა ეს ინიციატივას თუ რეკომენდაცია, რათა მოსახლეობა უფრო დაცული იყოს და პანემიასთან ერთად ქვეყანა უდიდესი სოციალური პრონლემების წინაშე არ დადგეს.
კომენტარები