ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“კოლეგა ადვოკატებო, გილოცავთ.
ნიკა მელიას საქმემ უკვე მორიგი პროცედურა გაგვიმარტივა.
როგორც ჩანს გირაოს შესატანად უკვე აღარც საქმის რეკვიზიტები და აღარც უნიკალური იდენტიფიკატორი აღარ გვჭირდება. აღარ მოგვიწევს საათობით პროკურორების ლოდინი. ასე, ნებისმიერი მსურველი თურმე მივა ბანკში და კითხვასაც არ დაუსვამენ ისე შეძლებს გირაოს შეტანას.
მართლა მოსალოცი ამბავია. ნიკა მელიას წყალობით, გირაოს დარღვევის შემდეგ ისევ გირაოს შეფარდება დამძიმებად ჩათვალეს და ახალი პრეცედენტი შექმნეს. ამ აბსურდული საქმის წყალობით, წინ ალბათ კიდევ ბევრი სიახლე გველოდება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association“
კომენტარები