მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
რეჟიმი ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. სასამართლოს დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან “ნებისმიერი ოდენობის გირაო” შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდების მხარე. პროკურორის განცხადებით, ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და წარსულშიც მისი მხრიდან იკვეთება ნარკოდანაშაულთან შემხებლობა. პროკურორის თქმით, ასევე დასტურდება ახობაძის მხრიდან საზღვრის კვეთა და გათავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი ქვეყნიდან გასვლა, რაზეც ბრალდებულმა ექიმმა პროკურორ გობეჯიშვილს უთხრა, რომ საზღვრის კვეთა მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო უფიქსირდება
კომენტარები