ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:
“მოსამართლეების ნაწილი არ ახორციელებენ სამოსამართლეო საქმიანობას, რასაც კანონი პირდაპირ ავალდებულებს და თვეების მანძილზე არ ან ვერ წერენ გადაწყვეტილებებს, რითაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ ადამიანებს.
დაუშვებელია, მიუღებელია და ამავე დროს უკანონობაა მოსამაღთლეების: ბიძინა სტურუა,ლეილა მამულაშვილის, ნანა ჭიჭილეიშვილის, ივანე ღლონტის და სოფიო გაგნიძის უმოქმედობა გამოხატული სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარით, რაც დაკავშირებულია გადაწყვეტილების არ დაწერაში.
მესმის, რომ შეიძლება გადაწყვეტილება ვერ დაწეროს მოსამართლემ კანონით განსაზღვრულ ვადაში გადატვირთულობის გამო, მაგრამ უკანონობაა და დანაშაულია თვეების მანძილზე არ წერდეს მოსამართლე გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ მხარე ყოველდღე განცხადებით მიმართავს და თხოვს მოსამართლეს შეასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა და გადაეცეს მხარეს გადაწყვეტილება. რომელ სამართლებრივ სახელმწიფოზე ან ადამიანის უფლებებზეა საუბარი ამ ქვეყანაში, როცა მოსამართლეები უხეშად და განზრახ არღვევენ კანონს.”
კომენტარები