ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ბოლქვაძემ, ცოტნე კობერიძე, გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაამართლა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა.
ცოტნე კობერიძემ 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, საჯაროდ უწოდა „ბიძინას მონა“, რის შემდეგაც იგი პოლიციელებმა დააკავეს.
ცოტნე კობერიძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
კომენტარები