ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:
“უფრო და უფრო საშიში ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება და მითუმეტეს იმ სასამართლოს პირობებში, რაც საქართველოშია. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გ. კუპრეიშვილმა დღეს საქმის გარჩევები მომიწყო სავსე დარბაზის და კოლეგების წინაშე ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებების და პოსტების გამო და ეს მაშინ, როცა კონკრეტულ საქმის განხილვასთან არაფერ შუაში არ იყო.
გარდა საქმის გარჩევებისა რამოდენიმეჯერ დამემუქრა მის ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით ანგარიშწორებით, რასაც ამ ეტაპზე, თურმე არ იყენებს და რაღაცეებს “მპატიობს”.
მოსამართლის ქმედება გარდა იმისა, რომ არაეთიკურია და მიუღებელი, ამავედროულად დანაშაულის შემცვდლია, რასაც მოჰვება სამართლებრივი რეაგირება. საფრთხის შემცველია მოსამართლის მუქარა და ალბათ ეს იმ ნარატივის გაგრძელება, რითაც დაგვემუქრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გვრიტიშვილო, რომ თავდაცვიდან გადავლენ თავდასხმაზე.”
როგორც ჩანს, მამუკა ნოზაძე, გულისხმობს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილს (ჩინჩალაძის ყოფილ თანაშემწეს), რომელსაც მის წინა წერილში ახსენებდა. სავარაუდოდ, მოსამართლემ ადვოკატის “დასჯა” სწორედ იმ პოსტის გამო გადაწყვიტა, რომელიც “ალია”–შიც გამოქვეყნდა.
არ ვიცით, რა ნაბიჯს გადადგამს ამჯერად მოსამართლე და “დასჯის” რა გზებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ადვოკატს ქუჩაშიც არ დახვდება საქმის გასარჩევად.
მამუკა ნოზაძის წერილი, რომელსაც მოსამართლის ზემოთაღწერილი რეაქცია მოჰყვა:
უკანონოების ჩამდენი მოსამართლეები – მამუკა ნოზაძე 3 მოსამართლეს ასახელებს
კომენტარები