პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული “გირჩის” წევრებისა და მხარდამჭერების სასამართლო პროცესის დისტანციურად ჩატარებას დღეს ტექნიკურმა მიზეზებმა შეუშალა ხელი:
საქალაქო სასამართლოს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე დარბაზიდან პროცესში მოსამართლის ვიდეოჩართვა ვერ მოხერხდა.
ზურა ჯაფარიძე:
“მე მეგონა, რომ დისტანციურობა ეხებოდა ყველა მხარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაკავებულები ყველა ერთ ოთახში შეყარეს, სახლში კი მოსამართლე იყო, მაგრამ პროცესი მაინც ვერ დაიწყო, რადგან ჯერ ერთ ოთახში გაგვაჩერეს, ერთი საათის შემდეგ მეორეში გადავიდნენ, მაგრამ ვერც იქიდან ჩართეს. მოსამართლე ვერ ჩართეს”
კომენტარები