ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც თავი არ აიცილა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე წარმოდგენილი მოწმე, მისი მეგობარია, ასე ეხმაურება:
“უდავო გარემოება არის, რომ დაზარალებულის დირექტორი გახლავთ მოსამართლის უახლოესი მეგობარი. ასევე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მისმა ბავშვობის მეგობარმა შეიძლება მიიღოს მატერიალური სარგებელი. მოთხოვნის უფლება უჩნდება მატერიალურ სარგებელზე და ამ პირობებშიც კი, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობა.
ხაზგასასმელია, რომ მან თავის დროზე საერთოდ არ გაამხილა ეს ინფორმაცია, რომ ის გახლდათ “რუსთავი 2”-ის დირექტორის ბავშვობის მეგობარი, ფაქტობრივად დამალა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ მოსამართლის აცილება საქმიდან, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დასაბუთების ნაწილში მოვისმინეთ ის, რომ “ადამიანები მიცნობენ, რომ მე მიუკერძოებელი ვარო”, მეტი არაფერი, რაც არ შეიძლება სამართლებრივ დასაბუთებად აღვიქვათ. როდესაც დაზარალებულის მეგობარია მოსამართლე, ბუნებრივია, მისი მიუკერძოებლობა თითქმის წარმოუდგენელია და ეჭვები ლოგიკურია, რომ ის იქნება დაინტერესებული საქმის შედეგით”
კომენტარები