ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ 41 წლის ბრიტნი სპირსი და 29 წლის სემ ასგარი განქორწინებას აპირებენ. როგორც მედია წერს, ბრიტნიმ ქმარს ერთ-ერთ შინამოსამსახურესთან უღალატა.
“ბრიტნის საკმაოდ არამყარი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს და ქმარზე ფიზიკურადაც ძალადობდა. ერთხელ მძინარესაც დაესხა თავს და თვალი ჩაულურჯა” – წერს მედია.
ბრიტნი და სემი ერთმანეთს 2016 წელს, კლიპის გადაღებისას შეხვდნენ. წყვილი 2022 წლის ზაფხულში დაქორწინდა. ეს მომღერლის მესამე ქორწინებაა.
სემ ასგარისთან ქორწინება 13 თვის შემდეგ დასრულდა. მან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა:
“6-წლიანი სიყვარულისა და ერთგულების შემდეგ, გადავწყვიტეთ დავასრულოთ ეს ერთობლივი მოგზაურობა. ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას შევინარჩუნებთ და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”.
წყარო – ambebi.ge
კომენტარები