ნელი დოროყაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე კიდევ ერთი, სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:
“სულისკვეთება თუ იგი წრფელია სამარადისოდ განუსჯელი არ დარჩება. მოსიარულე გვამი ქუჩაში ანდაც რომელიმე მდინარის სანაპიროზე თუკი შეგხვდებოდათ წლების წინ ეს მე ვიყავი. ტირილი ცრემლიან სახეზე შეშრობილი მიმხმარი ცრემლებით, ნაცრისფრად მოფაკრულ პირისახეზე ღიმილის ნატამალი არ ეტყობოდა. ციმციმა პატარა გოგოს სახეზე თვალები აღარ ელავდნენ. მას ატყუებდა ყველა, ასამარებდა და ცოცხლად მიწას აყრიდნენ წლები. გონებამიხდილს და დაღლილს ყოველი ახალი
დღის შიშით აღარ უნდოდა გამტანჯველი სიბოროტის გაძლება და ვერც ეროდა მას.
შიშის სინქრონში გულისცემა უნელდებოდა ან კიდევ უფრო იმატებდა. უსუსური ჭიდილი ამ ნაბიჯის გადადგმას თანდათან უფრო ართულებდა. ასე გადიოდა წლები. შემდეგ ეს გოგო გაიზარდა და ეს ყველაფერი მოყვა თქვა და მოინდომა თავი დაეცვა და დაეცვა მისი პატარა შვილი ვამპირებისგან. და მაშინ დაიწყო მეორე ომი არ აცადეს მონელება და საკუთარი თავის განთავიაუფლება რომ სხვა უფრო დიდმა და ბოროტმა წრემ მისი განადგურება გადაწყვიტეს. აგრესიის კორიანტელში ცხოვრება თანდათან უსუსრს ხდიდა სამყაროს მის წინაშეს ამ სამყაროში კი ის თავად გათელეს, გათელეს მისი ღირსება და მორალი, ამ დროს წამოდგა დიახ წამოდგა ფეხზე და გაძლიერდა უპირობოდ გაძლიერებული დაიწყო დაპირისპირებოდა სუფთა ხელებით გაბოროტებულ ბინძურ სისტემას უთანასწორო ბრძოლაში. სადაც მორალი არ არსებობდა, სადაც ადამიამობის უფლებას გართმევდნენ, სადაც ღირსებას გილახავდნენ, სადაც სიცოცხლეს გისპობდნენ, სადაც სულის გაყიდვას გაბრალებდნენ, სადაც სუნთქვას გიშლიდნენ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო გსჯიდნენ, სადაც ყველა მათ ჩადენილ სიბინძურეს შენ გაბრალებდენ, სადაც პასუხებს მათ ჩადენილ
დანაშაულებებზე შენ გთხოვდნენ, სადაც ცხოვრების გაგრძელებაზე სიცოცხლით მოსპობით გემუქრებოდნენ, სადაც ბედნიერების წამოწყების მცდელობასაც გიშლიდნენ, სადაც არსებობას გიზღუდავდნენ, სადაც გამცირებდნენ და ტყუილ ისტორიებს გაიძულებდნენ დაგებრალებინა, სადაც ბოდიშის მოხდას გთხოვდნენ მათივე გასვრილ ნაძირლულ თამაშებზე, სადაც შენი არსებობით შეწუხებულები განრისხებულები მიწერდნენ ეს გოგო რით ვერ მოკვდა რით ვერ მოვკალით კიდევ ფეთქავს მოდი დავირაზმოთ გადაუაროთო? არა არ იცოცხლებს ბოლომდე დავანარცხოთ მიწაზე და მერეც არ გაჩერდება? და ბოლოს იყო ერთი ჩემი მონაყოლის პატარა მაგრამ ყველაზე საინტერესო კულმინაციის ამონარიდი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა, რომელმაც ამ ზნედაცემული პატრიარქალური სისტემის კიდევ ერთი და ერთერთი გადაწყვეტილებით წოდებული “მეფის” მხილება არ მაპატია და გადაწყვიტა ჩემი ჩაწიხვლა უფრო მეტიც ბავშვსაც კი დააბრალა ჩემს სხეულზე დაზიანება და უმოწყალო გადაწყვეტილებით დასაჯა “ქალი” ამ ქვეყანაში???!! დასაჯა ქალი და გაასამართლა!!! მადლობა ქალბატონ ხათუნას ალბათ ოდესმე ასე წარსულში მოგიყვებოდით ან მოგიყვებით ჩემს ისტორიას და ალბათ გაღიმებულები ყველა ქალი გადავუხდით ხათუნას ირონიულ მადლობას ისეთივე ირონიით როგორც ჩვენ დაგვცინა მან, ჩემი ასეთი გამოღვიძებისთვის და ასეთი გაძლიერებისთვის! ქალბატონ ხათუნას კი ვეტყვი ახლა დიდი სიცოცხლის ძალა ჩამბერა ყველამ ერთხმად ციდან მრავალმა მოკლულმა მსხვერპლმა სულმა და ჩვენ ერთად ვაპირებთ სისტემის გადაწყვეტილება არ მივიღოთ რაშიც გვაიძულებდით ყოფნას!!! აღარმოკლაქალი!!! კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მე ვიბრძვი თქვენთან ერთად დიდი ძალა ვართ, ჩვენ ვერ შეგვეყრება ამ სისტემის ვირუსი, ჩვენ იმ ყველა ნასროლ ტყვიას ავისხლეტთ ერთად, რასაც გვესროდნენ და გვვესვრიან ახლა!!! რატომ ებრძვი ქალს ? ჩვენ ამქვეყანაში ადამიანური სრულფასოვანი არსებობის უფლება უნდა მოვიპოვოთ! სიცოცხლის და არსებობის თავისუფლებას ვითხოვთ!!! ნუთუ ეს ბევრია? რომ ვითხოვდეთ გთხოვ.
აღარმოკლაქალი! “
კომენტარები